
პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ წევრი, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს, რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მისი თქმით, მანქანას, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
„გვიან ღამე მერის გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს. მანქანა სრულად დამწვარია... არც კი ვიცი, რა ვთქვა. არ ვგრძნობ თავს დაცულად“, - წერს ბელქანია.
თავად ხარჩილავას განცხადებით, მის მანქანას ცეცხლი დაახლოებით დილის 4-ის ნახევარზე წაუკიდეს.
„დილის 4-ის ნახევარზე ჩემი ავტომობილი, პირადი ავტომობილია ეს, რითაც გადავადგილდები, იწვოდა. ბავშვმა ხმა გაიგო, რაღაცის გასკდომის მსგავსი, შემდეგ დავრეკეთ 112-ში მოვიდა სამაშველო სამსახური, მანქანა დამწვარია ბოლომდე. აქ არის ისეთი კვალი, ფოტოზე ჩანს, რომელიც ცეცხლის გაჩენის მექანიზმს განსაზღვრავს, ეს მაძლევს წინასწარი დასკვნის უფლებას, რომ ადამიანმა გააკეთა, თვითონ მანქანა იყო გამართული, 100%-ით გამართული ავტომობილი გახლდათ. ფაქტია, რომ ძალიან არიან გაღიზიანებული ჩემი საქმიანობით, რეფორმებით, მიდგომებით. მუქარა, აქტი რომელიც მუქარას შეიცავს, მე იმას გეტყვით, რომ მერია თავის პოლიტიკას არ შეიცვლის“, - განუცხადა ხარჩილავამ „მთავარ არხს“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როგორ შეიცვლება ამინდი დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
🔵„არაფერი არ არის ეს ცხოვრება. გავიღვიძე და...“ - რა შეემთხვა დავით ლიკლიკაძეს