ცნობილი რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა. ახლობლები და მეგობრები მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო.
ერთ-ერთი ვინც სოციალურ ქსელში ექიმს გამოემშვიდობა ტელეწამყვანი გიორგი გასვიანია.
„გაგუას კლინიკის განუმეორებელი რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა!
ჩვენ, ყველა ბავშვის მშობელი, რომლის რადიოლოგიურ გაშუქებაშიც და დაკვირვებაშიც მონაწილეობდა, ეს საოცარი ქალბატონი, დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ!
ბევრი მადლობა გვაქვს მისთვის სათქმელი! დიდი დანაკლისია ქართული მედიცინისთვის!“, - წერს გიორგი გასვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ექიმმა, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა, გენრიეტას უთხრა რას ხედავთ მანდო, სისულელეს ნუ ამბობთო“ - როგორ ემშვიდობებიან გენრიეტა გაგოშიძეს
🔵„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად“ - გაგუას კლინიკა გენრიეტა გაგოშიძის უცნობ კადრებს აქვეყნებს