ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ძე ღმერთის პერსონას აქვს ორი ბუნება;
ღვთაებრივი,
რომლითაც ის ყოფიერებს,
რომელიც მოედინება მამისგან, საერთო ბუნება აქვთ;
და როგორც პერსონა — ის იღებს თავის თავში ადამიანურ ბუნებას,
რადგან ის ყოვლისშემძლეა,
სამყაროს შემოქმედია.
ეს ადამიანური ბუნება,
შენ მაგივრად,
შენი ცოდვების გამო რომ კვდება,
ცხოვრების წესით რომ განიწმინდება, ანუ სრული გამტარი ხდება ღვთის ნებისა,
შენ მაგივრად კვდება,
სიკვდილს კლავს თავის თავში და ამიტომ,
რომ ცოცხლდება,
შემდეგ რომ ამაღლდება ზეცად,
მარჯვენით მამისა დაჯდება,
და ადამიანური ბუნება აჰყავს სრულ ძალაუფლებაში ზეცაში, საიდუმლოებრივად,
ანუ მისტიკურად,
ამ ადამიანურ ბუნებას გაძლევს საჭმელად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: