Digest Logo

🎥 „ცეკვით გამოხატავენ მადლიერებას...“ - რას ჰყვება ოფთალმოლოგი, რომელიც ნეპალში მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს?

1743080760
ანა დვალიშვილი

ქართველი ოფთალმოლოგი, რომელიც ნეპალის სოფლებში მოგზაურობს და რთულ ოპერაციებს ატარებს, ანა დვალიშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე ისაუბრა:

„თავდაპირველად ვიყავი 2022 წელს სწავლის მიზნით, დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ნეპალში, კატმანდუში. აქ მდებარეობს თვალის ინსტიტუტი, რომელიც აზიაში წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სასწავლო ცენტრს, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან ოფთალმოლოგები. მიზანია საერთო ბაზის შექმნა და მსოფლიოში სიბრმავის პრევენცია. შარშან ვიყავი რამდენიმე თვით ისევ ამ მიზნებისთვის.

წლევანდელი მისისა იყო უფრო მასშტაბური. უკვე კატმანდუდან 500 კილომეტრის დაშორებით, სადაც ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია გადაადგილებაც შესაბამისად რთული. ბოლო მისიის მიზანი იყო კატარაქტით დაავადებული პაციენტების მხედველობის დაბრუნება და აღდგენა. ნეპალში დაახლოებით 27 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ოფთალმოლოგი 300-მდეა, შესაბამისად, ვერ ასწრებენ პაციენტების მიღებას და ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას. ასევე პრობლემა არის ფინანსებიც და ადმინისტრაციულ ცენტრებში ვერ ახერხებენ ჩასვლას, ამიტომ ვცდილობთ, რომ კეთილი საქმე გავაკეთოთ. ოპერაციის შემდეგ, თვალი რომ აეხილებოდათ, ცეკვით გამოხატავენ მადლიერებას “, - აღნიშნა ანა დვალიშვილმა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თაკო ჩხეიძის საგაზაფხულო ლუქი - „საოცრად მოდური“

🎥 „ბრძოლის წინ იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან...“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური

⭕„ვულოცავთ 2 წლის დაბადების დღეს ჩვენს ყველაზე ტკბილ პატარას“- კადრები დადუ ივანიშვილის იუბილედან