Digest Logo

„წერილი გამომიგზავნა, უკვე იზრდები, დიდი ხარ და ერთი შვილი დაბადე შენსავით ლამაზიო...“ - რა დაარქვა ია ფარულავას სინამდვილეში მამამ და როგორ იხსენებს მსახიობი მშობელს

1741683477
ია ფარულავა

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და ამავდროულად საინტერესო ფიგურაა. მას  საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ.

იგი მუდმივად ახერხებს იყოს ყურადღების ცენტრში და ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას.

ამჯერად, იგი გადაცემის „შვილი“ სტუმარი იყო, სადაც გარდაცვლილი მამა გაიხსენა. 

როგორც მსახიობი ამბობს, დაბადებისას მას მამამ როდამი დაარქვა:

„ამერიკიდან რომ ჩამოვედი, მამა ცოცხალი იყო. იგი 2003-ში გარდაიცვალა. 

მამაჩემი მე არასდროს არაფერში არ მზღუდავდა, ძალიან თავისუფალი ადამიანი იყო, მოაზროვნე. ტრადიციული ოჯახი არასდროს გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ მან და მისმა მეგობრებმა დააარსეს ჩოხოსნები და ტრადიციებს „აწვებოდნენ“.

სულ მეუბნებოდა, შენ უნდა გახდე მსახიობი. მამაჩემის პირველი მეუღლე იყო მედეა ამირანაშვილი (ცნობილი მეცო სოპრანო) საიდანაც და მყავს მარინა. როცა გაშორდნენ, მერე გაიცნო დედაჩემი. მედეასთან ვმეგობრობდით, ჩვენი მეორე დედა იყო, დედაჩემიც მეგობრობდა მასთან. 

საქართველოში რომ ჩამოვედი, მამამ კახეთში წამიყვანა, ჩოხოსნებთან და იქ მიხეილ სააკაშვილი ვნახე ხელახლა, იქ გავიცანი. 

მამამ მე დამარქვა როდამი, ჩემი ნამდვილი სახელია. სულ ვეჩხუბებოდი, რატომ დამარქვი - მეთქი. ბავშვობაში მრცხვენოდა. ამის კომპლექსი მქონდა სერიოზული, ბავშვები დამცინოდნენ, რომანი, ნოდარი, როდამიო.  პასპორტი გადავაკეთე, დაბადების მოწმობაც. 

„სიყვარული ვენახში“ რომ ნახა, კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ რაღადროსი იყო. დიდად არ ესიამოვნა, ჩემი აზრით, თავის მეგობრების შერცხვა.

მახსოვს, ერთხელ ამერიკაში წერილი გამომიგზავნა, უკვე იზრდები, დიდი ხარ და ერთი შვილი დაბადე შენსავით ლამაზიო, გაზარდე და სამშობლოს დაუტოვეო. ვერაფერიც ვერ დავბადე, მხოლოდ ია ფარულავა დავბადე, რომელსაც დღემდე ვზრდი“, - ამბობს ია ფარულავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„ამ ქალებს რასაც ვაცმევდით მაღაზიები არ ჩუქნიდნენ, ვხდიდით და ვაბარებდით უკან...“ - ია ფარულავა გადაცემაზე „ჩემი მშვენიერი ლედი“

⭕ +22 გრადუსამდე დათბება - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს მთელ საქართველოში?

⭕ „მოსიყვარულე ოჯახი“ - ზურა ხაჩიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს