Digest Logo

„განსაკუთრებული ენერგია გაქვთ და შეგიძლიათ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

18/10/2024 • 6:39
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, ეს დღე მშვიდი და ჰარმონიული იქნება. დღეს ეცადეთ არ იჩხუბოთ და არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, უმჯობესია ეს დღე მშვიდად გაატაროთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - საქმიანი მიმართულებით წარმატებული დღეა, ეცადეთ თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი. 

კურო - კარგი დღეა მოლაპრაკებისთვის შეძლებთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. არ არის სასურველი შენაძენების გაკეთება.

ტყუპები - შესაძლოა თავი იჩინონ პრობლემებმა, რომელთა მოგვარებაც სწრაფად მოგიწევთ. ეცადეთ არ აღლევდეთ, და არ მისცეთ ხალხს დაპირება.

კირჩხიბი - თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ, ეცადეთ დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარი ემოციური იქნება. 

ლომი - გაიღვიძეთ ადრე და დაგეგმებთ თქვენი სრული დღე, რათა შეძლოთ წარმატების მიღწევა. 

ქალწული - განსაკუთრებული ენერგია გაქვთ და შეგიძლიათ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა. შეგიძლიათ იმოქმედოთ ნებისმიერი მიმართულებით.

სასწორი - დღეს ყურადღების ცენტრში ხართ, ზოგი გაქებთ ზოგი გაკრიტიკებთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. 

მორიელი - შეგიძლიათ ახალი რამ სცადოთ და დაკავდეთ ისეთი საქმით, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ, კარგი იქნება თუ თქვენ მეორე ნახევარს საჩუქარს გაუკეთებთ.

მშვილდოსანი - მშვენიერი დღეა დაუბრუნდეთ იმ ძველ საქმეებს, რომლებიც ვერ დაასრულეთ. პირად ურთიერთობაში კი მეტი დიპლომატიურობა გამოიჩნეთ. 

თხის რქა - ეცადეთ ახალი საქმე დაიწყოთ ან თქვენ ირგვლივ ყველაფერს სხვანაირად შეხედოთ. 

მერწყული - კარგია დღეა ყველა მიმართულებით, ყველა წამოწყება რაც მიზნად გაქვთ შეძლებთ განახორციელოთ მარტივად და სწრაფად. 

თევზები - თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გაზრდილია, ამიტომ იაქტიურეთ. შესაძლოა საკუთარ თავში ახალი ნიჭიც აღმოაჩინოთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი...“ – თამუნა მუსერიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს

⭕„თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუას დაშორდა