ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა.
ემოციებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ საბა ლაზიშვილის მამა, ანზორ ლაზიშვილი საუბრობს:
„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მერაბმა გადაწყვიტა, ჩაერია, მეც აღარაფერი ვთქვი, მაგრამ მაინც შინაგანად ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, მასითაც დიდი იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მეტი შანსი იურაიას ჰქონდა, მე იმ შეხვედრას არ მიყურებია.
ნერვიულობაში 1 „პაჩკა“ სიგარეტი მოვწიე. ვფიქრობდი, ამხელა ზენიტში ხარ, რატომ ჭიდაობ, რატომ რისკავ -მეთქი.
მეც ვჭიდაობდი, 2 ჯერ ვიყავი ჩემპიონი ვეტერანებში“, - ამბობს ანზორ ლაზიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს