Digest Logo

🎥 „წინდები კი არა, ნასკები გამატანეს...“ - როგორ შექმნა მაია ასათიანმა მარიო ჩიმაროსა და მასზე შეყვარებული სამი საგარეჯოელი ქალის ისტორია დაუვიწყარ სიუჟეტად

1772793629
მაია ასთიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი სტუმრად გადაცემაში „ფუპოდკასტი“ იმყოფებოდა, სადაც საპნის ოპერების მსახიობ მარიო ჩიმაროსთან ჩაწერილი ინტერვიუ გაიხსენა. 

აღნიშნული ინტერვიუ აქტუალობას დღემდე არ კარგავს, განსაკუთრებით ეპიზოდი, როდესაც მაია ასათიანი ჩიმაროს წინდებს სჩუქნის:

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ამ ფენომენზე სიუჟეტის გაკეთება. უცხო მხარეში მომხდარი ზღაპრული ამბები ისე ითრევს ხალხს, რომ აქაურ სამყაროს წყდება, ოღონდ ამ ჩიმაროს უყუროს. მივხვდი, რომ უინტერესო იქნებოდა უბრალოდ ხუთ-შვიდ წუთიანი ინტერვიუ, რომელმაც არც კი იცის საქართველოს შესახებ. მინდოდა ლინკი ამ ორ სამყაროს შორის – რიგით მაყურებელ ქალსა და მარიო ჩიმაროს შორის.

მეორე რესპონდენტი აუცილებლად ფანი უნდა ყოფილიყო. ქართველი ქალები საქმეებს მოილევდნენ, ადრე ერთად იკრიბებოდნენ, უყურებდნენ – ეს საათი იყო მხოლოდ მათი თავისი, რეკლამებით. ეს რიტუალია მათთვის. მინდოდა კოლორიტული პერსონაჟები.

მითხრეს, რომ საგარეჯოში სამი ასეთი ქალბატონია, რომლებიც ჩიმაროს ფანები იყვნენ. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ჩიმაროსთან მივდიოდი. ვუთხარი, რომ რაღაც გამატანეთ მეთქი. თავიდან მაძლევდნენ დეოდორანტს. არა, მეთქი, რაიმე პირადი ნივთი გამატანეთ მეთქი. წინდები კი არა, ნასკები გამატანეს. აუცილებლად უნდა გადამეცა. ყოყმანი მქონდა – საოცარი, ნაქსოვი წინდა მაინც ყოფილიყო ორნამენტებით. გადავეცი ინტერვიუს ბოლოს, იქამდე ვერ გადავცემდი.

მადლობა, რომ ოცი წლის წინანდელი ჩემი რეპორტაჟი გახსოვთ. მთავარი არის ეს ამბავი სწორად შეკრა და მოჰყვე. მოვუყევი ეს ამბავი, რომ შორეულ ქვეყანაში სამი ქალი ცხოვრობს და ის უყვარს. ბოლოს ადგა და ჩამეხუტა“, – იხსენებს მაია ასათიანი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თმის ცვენა, გაყოფილი ბოლოები, სკალპის პრობლემები: გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები - დერმატო-ტრიქოლოგის რჩევები

⭕ „შეიძლება გაიზარდოს მოტყუების, შურის, ინტრიგების, აგრესიის ან ფარული მტრობის გამოვლინება...“ - მარსის ტრანზიტი თევზების ნიშანში

✂️მარტის სარფიანი დღეები თმის შეჭრისთვის ფენშუის მიხედვით