Digest Logo

🎥 „წირვის დროს მთელს ხმაზე ვტიროდი, პატრიარქმა ყურში ჩამჩურჩულა...“ - ნინი ქარსელაძე პატრიარქს იხსენებს

1774269746
ნინი ქარსელაძე

„წირვის დროს მთელს ხმაზე ვტიროდი, პატრიარქმა ყურში ჩამჩურჩულა: „ყველაფერი კარგად იქნება, უფალი მოწყალეა“, - ამის შესახებ მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს და ილია მეორეს იხსენებს. 

„კალენდულას ჩაი დაალევინე ხათუნას, იგივე გულყვითელა“ - მითხრა პატრიარქმა, მერე მივხვდი რატომ მითხრა ეს - აქ კონკრეტულ ჩაიზე არ იყო საუბარი. მან ჩაგვისხა იმედი, იქიდან გამოსულმა უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ომი მოგებული გვქონდა“, - ჰყვება ნინი ქარსელაძე. 

ცნობისთვის, ნინი ქარსელაძის დედამ, ხათუნა ჟორდანიამ ფილტვების სიმსივნე დაამარცხა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აპარატზე იყო შეერთებული, ზეთიანი ფუნჯი რომ შევახე თვალზე, დაახამხამა“ - რას ჰყვება მამა შალვა კეკელია პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებზე

🎥 „იღბალი თქვენ მხარესაა და ბევრი რამ გამოგდით, წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით