
ფრაზა, რომელიც წლების წინ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა - „ამ ვიდით რამდენს ბედავ?!“, ყველას კარგად ახსოვს. ეს რეპლიკა მომღერალ ნინი ბადურაშვილს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთ კრიტიკულ კომენტარს პასუხობდა. მაშინ ეს პასუხი საზოგადოებამ ფრთიან ფრაზად აქცია, თუმცა მის ავტორს საბოლოოდ ხალისის ნაცვლად სერიოზული უხერხულობა და ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
გადაცემაში „რუსიკო და ნანიკო“ ნინიმ ამ ისტორიის უცნობი დეტალი მოჰყვა.
„არასდროს მომიყოლია და ახლა მოვყვები... მაშინ „კაცებში“ ვიყავი სტუმრად და იმ საღამოს ანონსი დაიდო. ვიძინებდი უკვე, როცა ერთმა გოგომ დაწერა: „ერთი ამას ვუყურებდი და აქაც ბადურაშვილიაო“... საშინელებასაც არ წერდა, მაგრამ რაღაც ბოღმა დამიგროვდა, და ალბათ, ამ გოგოზე გადატყდა“, – ჰყვება მომღერალი.
ამასთან მომღერალმა აღნიშნა, რომ შინაგანად გრძნობდა - ასე პასუხი არ უნდა გაეცა, თუმცა მაინც დაწერა.
როგორც აღმოჩნდა, სიტუაცია უკონტროლო აღმოჩნდა, რომელიც თავადაც აღიარა:
„ცხვირი მოვიმტვრიე. არ ჩერდებოდა Facebook-ი, ოთხი დღე მაბურთავეს. ის გოგოც შოკში იყო, მიცავდა – თავი დაანებეთო. არ ვამართლებ თავს, თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ... რობოტები ხომ არ ვართ?!“,- აღნიშნა მან უხერხულ ისტორიაზე, რის გამოც ბულინგში მოექცა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: