მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს.
როგორც იგი ჰყვება, წლების მატება არ აშინებს და ყველა ნაოჭი, რომელიც აქვს ახარებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– წლების მატების თუ გეშინია?
– წლების მატების კი არ მეშინია, პირიქით, მიხარია. წლების მატება მიხარია და ვაფასებ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვცოცხლობ. ამიტომ, რაც უფრო მეტად მომემატება წლები, მით უკეთესი. ყველა ნაოჭი მიხარია. ადამიანს რომ გეძლევა საშუალება, დაბერდე, ნაოჭზე არ უნდა ილაპარაკო. მე ჩემი ნაოჭები მიყვარს და ვფიქრობ, ჩემთვის დიდი მადლია ყოველი მომატებული წელი. ასაკში შესვლა სიცოცხლის გარდაუვალი ნაწილია, ამიტომ, წლების მატებასთან ერთად, ფიზიკური ცვლილებები არ მაშინებს. თუმცა, ხელსაც ვუწყობ, ვარჯიში დავიწყე. 19-20 წლის რომ ვიყავი, თითს თითზე ვერ მიმარტყმევინებდით, ახლა კი დავრბივარ, ვვარჯიშობ და ეს მხოლოდ გარეგნული ბენეფიტების გამო კი არა, მინდა, ჯანმრთელი ვიყო, კარგი ზურგი მქონდეს და არ მოვიკუზო. 33 წლის ვარ და არასოდეს დამიმალავს წლები, აზრს ვერ ვხედავ. ამ წლებმა ბევრი გამოცდილება მომცა, მივხვდი, რომ ოჯახი მთავარია და საკუთარ თავს არასოდეს არ უნდა უღალატო.
– შენი მეუღლე, შეყვარებულია საქართველოზე, ნელ-ნელა ქართულ ენასაც სწავლობს და სამომავლოდ აქ გადმოსახლებას ხომ არ გეგმავთ?
– ბენი მართლა შეყვარებულია საქართველოზე, თუმცა ცოტა უჭირს ენის სწავლა. სერიოზული გეგმაა, როგორც კი ბენის კარიერა ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება, აუცილებლად საქართველოში ჩამოვალთ. ისე მიყვარს ჩემი სამშობლო, ამ ქვეყანაში ყველაფერი მენატრება – ქუჩები, მწვადის სუნი, დედა, მეგობრები, სიმღერა, სიყვარული, ურთიერთგაგება....
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕2 მაისს ქუთაისობაა - საიდან მოდის „გვირილობის“ ტრადიცია - ეს უნდა იცოდე