საქართველოში პირველად სპორტულმა მედიამ წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გამოავლინა. საღამო სპორტული ვებპორტალის, TSFF.Ge-ს რედაქტორის, თამარ ჯიშკარიანის ინიციატივით და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც სისტემატურად აშუქებდნენ ქალთა ფეხბურთს. რჩეულები დაასახელეს ქართული სპორტის ქომაგებმაც. სულ გამარჯვებული 15 ნომინაციაში გამოვლინდნენ – დასახელდა 2025 წლის სიმბოლური ნაკრებიც.
წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნინო ბუხრიკიძე დაასახელეს.
„გამოკითხვისთვის სახელად შევარჩიეთ „დალი“ – ნადირობისა და ველური ბუნების ქალღმერთი, ქართულ (სვანურ) მითოლოგიაში – იდეალური სიმბოლო სპორტული დაჯილდოებისთვის, რომელიც განასახიერებს სისწრაფეს, ძალას, მიზანსწრაფულობას, სამართლიანობასა და მადლს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა ლოგოტიპი, რომელიც მომავალი გამოკითხვების იქნება იდენტობისა და ცნობადობის მანიშნებელი“, – ამბობს თამარ ჯიშკარიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რა ფორმები გაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ევა ბარბაქაძე
⭕ როგორ ჩაივლის მიმდინარე კვირა და რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს
წყარო: 1tv.ge