Digest Logo

ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

1785678360
რემა ღვამიჩავა

65 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა.

რემა ღვამიჩავამ 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ღვამიჩავა მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

წლების განმავლობაში ის მოღვაწეობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1994 წლიდან თსსუ-ის ონკოლოგიის კათედრაზე განაგრძო აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა.

„გარდაიცვალა ჩემი ოქროს მამიკო რემა ღვამიჩავა. პანაშვიდი: 2–3 აგვისტო (მერაბ ალექსიძის 3, ნიკორას კორპუსი, სადარბაზო 1, სართული 14) გასვენება: 4 აგვისტოს, სიონის საკათედრო ტაძრიდან“, – წერს რუსკა ღვამიჩავა სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხალხი ნიტრატებით კი არა, ცუდად გარეცხილი საზამთროთი იწამლება!“ - სურსათის უვნებლობის ექსპერტი გავრცელებულ მითებზე

⭕„დაე, ჩემს სახლში სუფევდეს წესრიგი...“ - 2 აგვისტოს შესასრულებელი პრაქტიკა წყლითა და მარილით: თამუნა იოსელიანისგან

⭕ ოთარ კიტეიშვილმა სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა – გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა