Digest Logo

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

1785095049
ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ქალი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრია. სვიმონიშვილი ავარიის შემდეგ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.

კლინიკის მენეჯერი, გიორგი შათირიშვილი განმარტავს, რომ საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ექიმების რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთგვარ კარმულ მუხრუჭად იქცევა“ - რას გვიმზადებს რეტროგრადული სატურნი ვერძში: რამაზ გიგაურის ასტროპროგოზი

🎥 „უბრალოდ გადყლარწული, ლამაზი ამოსვლა მინდოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

🎥 „საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ...“ - აგვისტო, რომელიც ყველაფერს შეცვლის: თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

წყარო: primetime.ge