22 ოქტომბერს გლდანში, მე-7 სართულიდან 5 წლის ბავშვი გადავარდა.
დაღუპული სანდრო ბერიძეა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის N205-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„გლდანის მე-7 მიკრორაიონში გუშინ საღამოს, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი სანდრო ბერიძე. ეს მოუშუშებელი ტკივილი იქნება მუდამ ჩვენთვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს“,- წერია თბილისის N205-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ გავრცელებულ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ: