გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ლევან ლევან შიშნიაშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ ტყეში მეგობრებთან ერთად სანადირო იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან:
„ლევანი, რაც გიყვარდა მაგანვე იმსხვერპლა შენი სიცოცხლე. როგორ გული გვატკინე, რა საბედისწეროთ წახვედი“.
„ლევან, როგორ მეცოდები“.
„სულ ვეხუმრებოდით, რას დაწოწიალობ, ვეფხვს მაინც ვერ მოინადირებ, ცოლი მოიყვანეო. საოცრად ალალი და წესიერი კაცი იყო, მთელი სოფლისთვის საყვარელი. იმ ბიჭისთვისაც ძნელია, ასეთი ამბავი დაემართა, მეგობარი შემოაკვდა. არ ვიცი, ამ დანაკლისს როგორ შევივსებთ, ისეთი ბიჭი დავკარგეთ, მთელი სოფელი რომ გლოვობს“, - ემშვიდობებიან ახლობლები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„უფალო არავის გამოაცდევინო ასეთი ლუკმის გემო“ - ნიკო კვარაცხელიას საფლავიდან ყვავილები მოიპარეს
🎥 „გადიან ბავშვები გარეთ, შემოდიან გულისრევის შეგრძნებით“ - რა ხდება ლილოს დასახლებაში