Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. იგი 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში საფლავზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ნიკოსთვის მიტანილი ყვავილები 12 საათში მოიპარეს.
„ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დამილოცე, უფალო.
იქიდანაც დაგიპურებთ თქვენს მიერ გაღატაკებულ მოსახლეობას ჩემი ბიჭი, უფალო არავის გამოაცდევინო ასეთი ლუკმის გემო.
12 საათის სხვაობით, მშვენიერი ვეღარ არის ცხოვრება“, - წერს იზა ომაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გადიან ბავშვები გარეთ, შემოდიან გულისრევის შეგრძნებით“ - რა ხდება ლილოს დასახლებაში
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2023 წლის სექტემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ