Digest Logo

ცნობილია მსაჯი, რომელიც საქართველო პორტუგალიის მატჩს განსჯის

1719225404
სანდრო შარერი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ცნობილი გახდა იმ მსაჯის ვინაობა, რომელიც ამ შეხვედრას განსჯის. ეს შვეიცარიელი სანდრო შარერი გახლავთ.

36 წლის შარერს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთი შეხვედრა უკვე უმსაჯია - სლოვენიისა და დანიის დაპირისპირება, პირველ ტურში. ამ შეხვედრის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ შვეიცარიელმა არბირტმა ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ზოგადად, შარერის საერთაშორისო ასპარეზზე მსაჯობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ბოლო 20 შეხვედრაში მან 3 წითელი ბარათი აჩვენა, პენალტი კი ორჯერ დანიშნა. ამ მატჩების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა შვეიცარიელს ფეხბურთელი არ გაეფრთხილებინოს, უფრო მეტიც, იგი საშუალოდ მატჩში სამ ყვითელ ბარათს იღებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ გიორგი მამარდაშვილი Marca-ს სიმბოლურშიც მოხვდა

⭕ „ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ყველაფერს ვეცდებით“ - გიორგი მამარდაშვილი

🎥 „საბედისწერო პერიოდი გაქვთ... თქვენში ცეცხლი იღვიძებს და შეიძლება ამ ემოციებმა გარკვეული აგრესია გამოიწვიოს“ - 24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

წყარო: europop.ge