UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გულშემატკივართან შესახვედრად საქართველოში ჩამოდის.
გავრცელებული ინფორმაციით, დვალიშვილი საქართველოში 29 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩამოვა, აეროპორტში კი გულშემატკივრებს, მასთან შეხვედრის საშუალება ექნება.
აეროპორტიდან ჩემპიონი მსვლელობით ფილარმონიის მიმდებარედ გადაინაცვლებს და 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რევანში გინდა? ამის გაკეთება 16 ნოემბერს შეგვიძლია“ - მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის მიმართავს
🎥 „ჯვრის ტარება არის იმ განსაცდელების დათმენა, რაც შენს ცხოვრებაში ეშვება...“- მამა შალვა კეკელია