Digest Logo

🎥 „ჯვრის ტარება არის იმ განსაცდელების დათმენა, რაც შენს ცხოვრებაში ეშვება...“- მამა შალვა კეკელია

1727440366
შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ჯვართამაღლების დღესასწაულთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქადაგებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია ყველა ქრისტიანმა ღირსეულად ატაროს ქრისტეს ჯვარი, არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანად.

„ჩვენთვის ჯვარი არის ხსნა, გადარჩენა. ჩვენთვის ჯვრის თაყვანისცემა უნდა იყოს გულში და გულშივე უნდა ამაღლდეს უფალი. ჯვარმა გადაგვარჩინა ჩვენ. ჯვარი მხოლოდ გარეგნულად კი არ უნდა ვატაროთ, არამედ გულში უნდა იყოს გამოსახული. ჯვრის ტარება არის იმ განსაცდელების დათმენა, რაც შენს ცხოვრებაში ეშვება. თუ შენ ქრისტიანი ხარ, მაშინ იმ განსაცდელისაც მადლიერი უნდა იყო და მისი ტარება უნდა შეგეძლო. ღმერთს არ უნდა დააყვედრო - ასეთი რამე, მე რატომ უნდა შემხვედროდაო. 

დღესვე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმძიმესი დღე - 31 წლის წინ დავკარგეთ ულამაზესი ქალაქი სოხუმი. თუმცა ეს არის დროებითი. იმდენი სისხლი დაიღვარა წინაპრების კი არა, ჩვენი ახლანდელი თანამემამულეების. ჟიული შარტავამ თქვა ასეთი სიტყვები - „როგორ უნდა წავიდე აქედან, ისეთი ახალგაზრდები დაიღუპნენ, მერე რა რომ მე დავიღუპო“. ასეთები უნდა იყვნენ სახელმწიფო მმართველები. ჩვენი მეფეები, როცა ომში მიდიოდნენ შვილებთან ერთად მიდიოდნენ და წინა ხაზზე იბრძოდნენ. ასეთები უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. თუმცა დღევანდელობაში ხალხს წირავდნენ. ჟიული შარტავას ოჯახიც ჰყავდა, შვილებიც მაგრამ ტერიტორიები არ დატოვა. მე მინდა ჰყავდეს ჩემს ქვეყანას ჟიული შარტავასნაირი მამულიშვილები. ესაა ნამდვილი ერთგულება და პატრიოტიზმი.

ერთ ადამიანთან მქონდა დიალოგი და ვკითხე - მზად ხარ აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში ვიზალიბერალიზაცია არ გქონდეს ან ფინანსურად გაგიჭირდეს. გავოგნდი ისეთი რამ მითხრა - „რად მინდა აფხაზეთი ისედაც დაკარგულიაო, მთავარია ფული მქონდეს და კარგად ვიყოო“.

არავისთან ურთიერთობა არ მიღირს ჩემი მიწების, ჩემი აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ფასად. ჩვენ ფინანსური რაღაცების გამო არ შეგვიძლია ჩვენ მიწაზე ვიფიქროთ. იმიტომ დაეცა სოხუმი, რომ იქ ხალხმა ღმერთი დაივიწყა. როცა მიწიერისკენ გადაერთვება ადამიანი სულიერს კარგავ. თუ სულიერისკენ იქნები მაშინ იმ მიწიერსაც შეიძენ. ქრისტე ვისაც არ უნდა იმასთან რა გინდა? ვინც შენ პატრიარქს აგინებს, ეკლესიას აგინებს, სამღვდელოება მტერი ჰგონია იმასთან როგორ უნდა იყო?!“, - ამბობს მამა შალვა კეკელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩამოვედით, მოვეწყვეთ, კარგად ვართ...“ - საბა საპანაძე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

🎥 „ნამყოფები არიან საქართველოში და ძალიან მოეწონათ...“- არუნ ხათრი ოჯახზე და მდიდრული სახლი დელიში

🎥 „ყველაფერზე ვზრუნავთ, თმებზე, წონაზე, მაგრამ არასდროს არ ვფიქრობთ, ერთი კვირა გავიდა და ტვინში მოგვემატა თუ არა რამე?!“ - ზურა მხეიძე თვითგანვითარების შესახებ