„სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის - როგორც „აწარმოე საქართველოში“ დღეს, 16 აპრილს განაცხადეს, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს“-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქს“-ის გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
„სტარბაქს“-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
„სტარბაქს“-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
„სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დღეს, 16 აპრილს, მარტვილში „წაჩხურობა“ აღინიშნება - რწმენა და იმედი უშვილოებისთვის
⭕„დალიეთ წყალი, მონეტა კი საფულეში შეინახეთ“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ