მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში გერმანიის ერთ-ერთი ბიბლიოთეკის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ადგილს ის ხშირად სტუმრობდა.
როგორც თავად ამბობს, ბიბლიოთეკაში ეძებდა წიგნებს ცნობილი მუსიკოსის ცხოვრებაზე და მუდამ ეძებდა მათში თავისი ისტორიის ანალოგს.
„ფოტო გამომიგზავნეს იმ ქალაქის ბიბლიოთეკიდან, სადაც 2017 წელს ოპერად ვცხოვრობდი.
ამ ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდი, რომ მეპოვა წიგნები ცნობილი მუსიკოსების ცხოვრებაზე. თითქოს მათ ისტორიებში ჩემს თავს და ისტორიას ვეძებდი.
ყველგან ვეძებდი იმედს, რომელიც ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა, არასდროს არ დაივიწყოთ თქვენი ოცნება და არასდროს თქვათ უარი სცადოთ კიდევ და კიდევ.
წაიქცევი? ადექი! წაგაქცევენ? ადექი! გადაგივლიან? მაინც ადექი! იმიტომ რომ შენი გზა ოცნებამდე შენია!
კონცერტი გუშინ საღამოს გაიმართა, იყო ძალიან ემოციური და თბილი.
მალე გაგიზიარებთ ფოტოებს და ვიდეოებს“, - წერს ნათია თოდუა.
ცნობისთვის, მომღერალი ნათია თოდუა 2022 წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია.
წყვილს ერთი შვილი - ჰუგო ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ჭურჭელი? - ტოქსიკოლოგის რეკომენდაციები
⭕ნინო გაჩეჩილაძე პარიზში მოგზაურობს - რა კადრებს აქვეყნებს ცნობილი მსახიობი