ბიზნესმენ თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს ქაშუეთის ტაძარში გაიმართება.
„თემურ უგულავასთან გამოსამშვიდობებელი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ქაშუეთის საკათედრო ტაძარში
შაბათი 27 ივნისი.
ყველას შესაძლებლობა ექნება პატივი მიაგოს მის ნათელ ხსოვნას და სამძიმარი გამოუცხადოს მის ოჯახს.
გამოსვენება: 28 ივნისი“, - წერს ია ფარულავა.
ბიზნესმენი თემურ უგულავა 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, იგი მძიმე სენს ებრძოდა.
ცნობისთვის, თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად მიიჩნეოდა. მის სახელს უკავშირდება „აჭარა ჯგუფის“ შექმნა და ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა Rooms Hotels, Stamba და Fabrika. წლების განმავლობაში იგი ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 ბუდუ ზივზივაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს
🎥 დაშორდნენ თუ არა გიორგი ჯობავა და სალი წვერავა? - „ცუდ დღეში ვართ“