ბორჯომში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის საათებში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დათო ხაჩიძე არასრულწლოვანმა ცივი იარაღით მოკლა.
„როგორ დავიჯერო რომ ჩემი ჭაღარა თბილი და ტკბილი ბიძაშვილი ამ ქვეყანას აღარ არის. 2 დღის წინ გნახე, ისე ძლიერად ჩამეხუტე და მითხარი ჩემო ლამაზო, მომენატრეო. მე რა ვიცოდი ჩვენი ბოლო ჩახუტება თუ იყო, ძალიან მტკივა, როგორ დავიჯერო, რომ ჩემი დათუჩა აღარ არის. არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე. იცოდე სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები და მემახსოვრები, ჩემო ანგელოზო“, - წერს გარდაცვლილის ნათესავი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად ამღერდა