Digest Logo

ცნობილია, ვინ იყვნენ ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპულები

1696342527
გარდაცვლილები

ყვარელში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა წუხელ ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

გარდაცვლილები 22 წლის დაკო აბ­რა­მიშ­ვი­ლი და 34 წლის ბექა ძირ­კვა­ძე იყვნენ.

თვითმხილველების თქმით, ქალაქის ცენტრიდან მოძრავი „ტოიოტა პრიუსის” მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა.

შედეგად, მოულოდნელად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

22 წლის გოგოს და 35 წლამდე კაცის ავტომობილიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მამაოს მდგომარეობა პროგრესირებს დადებითისკენ“ - სასიხარულო ინფორმაცია დეკანოზზე

„გამოიძიეთ ეს ამბავი და მათ მშობლებს აგებინეთ ამ არარაობების გაზრდისთვის პასუხი!“ - 12 წლის ბავშვს სასტიკად სცემეს

🎥 „ჩემს თავზე ავიღე დიდი დარტყმა, არ გავჩერდი და ბოლოს - დავდე პირველი „აგური” - რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი