Real American Freestyle-ის (RAF) რიგით მე-12 ღონისძიება 2026 წლის 22 აგვისტოს, აშშ-ში, კლივლენდის Rocket Arena-ში გაიმართება.
ორგანიზატორებმა უკვე გამოაქვეყნეს დაგეგმილი დაპირისპირებების სია. მთავარი ინტერესი მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს განმეორებით შეხვედრას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ისინი RAF 11-ზე, თბილისში დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველმა მებრძოლმა მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 11:8 იმარჯვა.
RAF 12-ზე იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც. მისი მეტოქე ამერიკელი ჯესი მენდესი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
⭕ რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად გაქრა ძველი?
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც აფასებენ მოკრძალებულ ცხოვრებას
წყარო: primetime.ge