18 თებერვალი შესანიშნავი დღე აღმოჩნდა ქართველებისთვის. UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რაც საბოლოო ჯამში ბრძოლა მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.
„კურიერი P.S“ მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელსაც მაყურებელი სრულად საღამოს 21:00 საათზე ნახავს.
მერაბ დვალიშვილის და ჰენრი სეხუდოს ჩხუბს მარკ ცუკერბერგი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ცუკერბერგი მერაბის გულშემატკივარია.
გამარჯვების შემდეგ „მეტას“ შემქმნელმა სოციალურ ქსელშიც „სთორი“ გამოაქვეყნა და ქართველს გამარჯვება მიულოცა.
„მოკითხვა მთელ საქართველოს, მადლობას ვეტყვი ყველას. ყველაფერი წინ არის. ცუკერბერგთან დაახლოებით 1 წელია, რაც მიმოწერა მაქვს. ის ძალიან ახლოს იჯდა რანგთან და ვესაუბრებოდი მითხრა 30 წამია დარჩენილიო,“ - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ