Digest Logo

„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - ამინდის პროგნოზი

1745675247
გაზაფხულის წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლიზი ქონიაძე იუბილარია - რა კადრებს აქვეყნებს 23 წლის ინფლუენსერი

⭕„ბავშვობის დროს მიღებული ანტიბიოტიკები ზრდის სიმსუქნის რისკს 20%-ით“ - რა ვითარებაა საქართველოში და როგორ უნდა დაიცვათ შვილები?

⭕„დღე წარმატებებითა და აღიარებით იქნება სავსე“ - 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან