Digest Logo

„უთავბოლო და არასტანდარტული კაცი არ მინდოდა... სიმყუდროვე და უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, ისეთ ტოქსიკურ გარემოში მაცხოვრა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე კოდუაზე

1764582015
ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას მილანური ვოიაჟი გრძელდება

ახალგაზრდა მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. იგი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა, პირადი ცხოვრებით და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.

გარდა ამისა, მას რომანი ჰქონდა ბიზნესმენ დავით კოდუასთან, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ, ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან გააგდო.

იგი წერს, რომ დავით კოდუამ მისი სიმყუდროვე და უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, გარდა ამისა, ტოქსიკურ გარემოში აცხოვრა:

„დაფასება არ მაკლდა, უთავბოლო და არასტანდარტული მამაკაცი არ მინდოდა გვერდით. 

კაცი, რომელმაც სიმყუდროვე და უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, მისთვის საოცნებო და მართლა ყველაზე საყვარელი ქალისთვის და შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, არის სუსტი, არ მინდოდა ასეთი გვერდით, მორჩა. 

მინდა, ისევ ვიყო როგორც მინდა, ამას ან მე შევძლებ, ან დამეხმარება ნამდვილი მამაკაცი და პიროვნება, რომელსაც ვირჩევ. 

ისეთ ტოქსიკურ გარემოში მაცხოვრა, ოღონდ წამოვსულიყავი და ეს გამოყრაც „ვაპატიე“ დედიკოს. დაე ღმერთმა მიხედოს“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გარე აქტივობების შეზღუდვა და სველი წესით წმენდა“ - ია დუდაშვილის რჩევები ბაღებსა და სკოლებს

„მოერიდე კრიტიკას, განკითხვასა და ჭორებს, ყურადღება მიაქციე სიტყვებს“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

„ქალი, რომელმაც ბედნიერება ფულის და მუშაობის გარდა ვერაფერში ნახა, იქაც სადავოა ნახა თუ არა, არც საკუთარ შვილებს მისცემს ბედნიერების უფლებას “ - ალექსანდრა პაიჭაძე