ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ყველაფერი შევძელი თითქოს, მაგრამ აი, ამას ვერ ვახერხებ, რომ ქრისტე ვიპოვო ჩემში...
ერთ-ერთი ნაყოფი, ქრისტე ჩემს გულს რომ შენახებია, არის, რომ წლები ვარ ეკლესიაში,
და მინდა აქ ყოფნა - ეს არის ნაყოფი(სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა...) თითქოს რაღა დარჩა...
მე ვიცი კონცენტრირება,
ჩაღრმავება,
გარეთ ერთგულება,
ბრძოლა,
ომი,
და საბოლოო ჯამში, ვხვდები, რომ არაფერი გამოდის...
თითქოს რაღაც გამოანათებს,
მერე ისევ ჩამოვარდები...
თითქოს ისევ გამოანათებს,
ისევ ჩამოვარდები...
სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს - „სინათლე, სინათლე, მინდა დავიჭირო მზის სხივი,
მაგრამ ვერ ვიჭერ, ვერ ვიჭერ...“
მოვკიდებ ხელს,
და ხელიდან მისხლტდება...
აი, ასეა ღმერთი,
ვერაფრით ვერ იჭერ...
მიზეზი ეს არის - ცოდვა,
ცოდვა სწორედ ეგ არის,
რომ ღმერთს ვერ ჰკიდებ ხელს,
ღმერთს ვერ იჭერ,
ვერ ახერხებ მასთან ერთობას, ამ ერთობის შენარჩუნებას,
არ გამოდის,
აი ეს არის ცოდვა - აცდენილი ხარ.
ქრისტე ამბობს - „მე ვარ გზა“,
და სულ გადადიხარ ამ გზიდან, ვერ ახერხებ ამ გზაზე დგომას...
და ასეთ დროს, ადამიანს ემუქრება, რა თქმა უნდა, უიმედობის განცდა,
როცა ადამიანი მთელი სისავსით დაინახავს ამ საშინელებას,
ამიტომაც ტიროდნენ ხოლმე წმინდა მამები,
სილუანე ათონელი ამბობს, სულ ცრემლით ვეძებდიო უფალს...
- რატომ ცრემლით?!
- გლოვობს,
იმიტომ, რომ თუ არ იპოვა, ცუდადაა საქმე.
და სწორედ აი, აქ გვესმის ნუგეშინის მომგვრელი სიტყვები უფლისა,
რომ მოვედი არა წოდებად მართლათა - არამედ ცოდვილთა სინანულად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გარე აქტივობების შეზღუდვა და სველი წესით წმენდა“ - ია დუდაშვილის რჩევები ბაღებსა და სკოლებს