Digest Logo

„წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

1754044110
წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს. 

„1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,  - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მართლა მეცოდება ყველა...“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

⭕„ბევრი ქართველის სათქმელი გააჟღერე მათ ეთერებში! შენ ხარ მაგარი ადამიანი და საამაყო დედა!“ - ზურა ხაჩიძე ნინო ნადირაძეზე

⭕„ან უნდა შემეწყვიტა ტურნე, ან გამეგრძელებინა“ – რა დაავადება დაუდგინდა ჯასტინ ტიმბერლეიკს და რატომ აღმოჩნდა რთული არჩევანის წინაშე?