
თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენას, რომელიც 31 ივლისს გაიმართა ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყო ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე.
მას ოპოზიციური არხების („ფორმულა“ და „ტვ პირველი“) ჟურნალისტებმა პროვოკაციული კითხვები დაუსვეს, აღნიშნული ვიდეოს შემდეგ კი ნინო ნადირაძე საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, ნაწილმა კი მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ერთ-ერთი, ვინც ნინო ნადირაძეს მხარდაჭერას უცხადებს, მომღერალი ზურა ხაჩიძეა. ის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ნინო ნადირაძე, გუშინ ძალიან არგუმენტირებულად და გულწრფელად გააჟღერე ბევრი ქართველის სათქმელი იმ ეთერში, სადაც, სამწუხაროდ, სიმართლის ნატამალიც არ ისმის.
შენ ხარ მაგარი ადამიანი და საამაყო დედა!“, – წერს ზურა ხაჩიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე