
საქართველოს წყალბურთლთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში შვეიცარია 29:5 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.
4-4 გოლით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბომბარდირები ახვლედიანი, დადვანი და მაგრაქველიძე გახდნენ.
საქართველო: რაზმაძე, გვეტაძე – ახვლედიანი (4), დადვანი (4), შუშიაშვილი (3), ტყეშელაშვილი (1), ვასიჩი (2), ადეიშვილი (3), მესხი, ჩიქოვანი (2), იმნაიშვილი (2), მაგრაქველიძე (4), პიეშივაცი (3), ვლჰოვიჩი (1).
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელის ნაკრებმა ბულგარეთი 16:9 დაამარცხა და, საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ქართველი წყალბურთელები 11 ივნისს ისრაელს შეხვდებიან. შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: 1tv.ge