„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 17 საათით, ნაწილს 12, ზოგიერთ ქუჩას კი 10 საათით შეუწყდება.
3/6/2026 ნაძალადევის რაიონში, ნაქალაქევის ქ. N14-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/6/2026 22:00 საათიდან 3/7/2026 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კლდეკარის N 2-18 (ლუწებს), N1-11 (კენტებს), სამღერეთის, ზაქარაიას, თიგიშვილის, ნაქალაქევის, ორბეთის, ხრესილის N 2 -12 (ლუწებს). N 1-11 (კენტებს), ზედამზის N 2-12 (ლუწებს), N1-11 (კენტებს), გომარეთის, ბახმაროს, ჟღენტის და წერონისის N 2-188 (ლუწებს), N 1 -161 (კენტებს) ქუჩებს.
3/6/2026 ვაკის რაიონში, ბ.ჟღენტის ქ.N14-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/6/2026 23:00 საათიდან 3/7/2026 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნუცუბიძის II მ/რ-ს 1 და 2 კვარტლებს, ნუცუბიძის II მ/რ-ს 3 კვარტლის N 1, 2, 2ა, 12, ბესარიონ ჟღენტის და მხატვრის ქუჩებს.
3/6/2026 ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N145-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/6/2026 22:00-დან 3/7/2026 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N145 ,147.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შენ სხვას ვერ გადაარჩენ: ია ბერსენაძე ბავშვობის ტრავმებსა და ინსტინქტებზე