Digest Logo

წყალი 7 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

1783284960
წყალი შეწყდა

აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, თბილისის სამგორისა და ისნის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში ვკითხულობთ.

„7 ივლისს, სამგორი რაიონში, აეროპორტის დასახლება N40-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აეროპორტის დასახლება N 1,2,3,4,4ა,5,6,7,8,9,10,11,12,27,29,37,39,40,46, ბორის ბერიძის, ალექსანდრე შიუკაშვილის, დიმერ გარაყანიძის, სერგო გუჯეჯიანის ქუჩებს, აეროპორტის ტერიტორიას.

ასევე, ხვალ, ისანი რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზ. N90-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შირაქის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, შორაპანის, აწყურის ლეხ კაჩინსკის N9 11 13, მამისაშვილის, ქეთევან წამებულის გამზ. N84-92 (ლუწებს)“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ვინ მიაღწევს წარმოუდგენელ სიმაღლეებს ივლისში - ასტროლოგები ასახელებენ

⭕„ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც მყისიერ გამდიდრებას გპირდებიან“ - 5 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„ადამიანები მზად არიან ნებისმიერ, თუნდაც ყალბ და დამამცირებელ ურთიერთობას ჩაეჭიდონ, ოღონდ საკუთარ თავთან პირისპირ არ დარჩნენ“ - ასტროლოგი