„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„13 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი N269-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 სექტემბერს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს N46-52, რუსთავის გზატკეცილი 68ა, რუსთავის გზატკეცილი N249-271, ვაგზლის ქუჩა, ღოღობერიძის ქუჩა, მცხეთელის ქუჩა, მარნეულის ქუჩა, გიგანტის დასახლება, სოფელი მთისძირი, სოფელი ჭალა, სოფელი კრწანისი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 სწორი კვება ავტოიმუნური დაავადებების ბუნებრივად სამკურნალოდ - რას გვირჩევს ექიმი ლაშა ჯაყელი?
🎥 შეხვედრა ბიოლოგიურ დასთან - რა კადრებს ავრცელებს თამუნა მუსერიძე?