ექიმი ლაშა ჯაყელი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ამერიკაში მუშაობდა და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დააგროვა საზოგადოებას პერიოდულად რეკომენდაციებს უზიარებს.
როგორც თავად ამბობს, ექიმად გახდომის მიმავალ გზაზე ბევრი გაუფილტრავი სიმართლე აღმოაჩინა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია და მზადაა ისაუბროს გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე, რომელთა მსხვერპლი მსოფლიოში ასობით ადამიანი ხდება.
ამჯერად ლაშა ჯაყელი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც თემაზე - „სწორი კვება ავტოიმუნური დაავადებების ბუნებრივად სამკურნალოდ“ საუბრობს.
„ადამიანის ჯანმრთელ მდგომარეობასაც გააჩნია გენეტიკა. ჯანმრთელ ორგანიზმშიც ყველაფერი გენეტიკიდან მოდის. გეები სწორედ ჩვენი ორგანიზმის ცილებს, ცხიმებსა და მეტაბოლიზმს აწარმოებენ. ყველაფრის უკან გენეტიკაა.
საინტერესოა რომ ავტოიმუნური დაავადებები ასე გახშირებული არ იყო. თუმცა, ვისწავლეთ საკვების სწორად შერჩევა და მისი ქიმიურად დამუშავება. ჩვენი საკვები მნიშვნელოვნად შეიცვალა დროთა განმავლობაში. შეიცვალა ცხოველის საკვებიც.
ავტოიმუნური დაავადებების ასაკი ნელ-ნელა ახალგაზრდავდება, რადგან ბავშვობიდან ცუდად იწყებენ ადამიანები კვებას. ოდითგანვე მიიჩნევდნენ, რომ ზოგიერთი დაავადება იყო გენეტიკური და ამბობდნენ რომ ამა თუ იმ ადამიანს გადმოჰყვა. თუმცა მე ამის არ მჯეროდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ რომელიმე ავტოიმუნური დაავადების მატარებელი ვართ უნდა შევცვალოთ საკვები. კერძოდ, ამას „ელიმინაციურ დიეტას“ უწოდებენ, რაც გულისხმობს იმას რომ მაქსიმალურად უნდა გაასუფთაო და გაფილტრო შენი საკვები. მიზეზშედეგობრივად კი ვერ გავიგებთ რომელ საკვებს რა გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე“, - აღნიშნა ლაშა ჯაყელმა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ჯემალ ბაღაშვილი იუბილარია, მომღერალი 83 წლის გახდა -„ბედნიერი ვარ, რომ შენი შვილი ვარ!“