ურთიერთობაში ნამდვილ სიყვარულზე მეტად იქნებ ზუსტად უსაფრთხოების განცდა გვჭირდება?
ფსიქოთერაპევტი, სპორტული ფსიქოლოგი ანა არველაძე გვიხსნის, რატომ არის ინსტინქტური კავშირი და ნდობა ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველი, როგორ ხდება, რომ წყვილები ერთმანეთის საკუთარ „უხილავ ტრავმებს“ კურნავენ და რატომ არის ოჯახი არა მხოლოდ თანაცხოვრება, არამედ ერთმანეთის სულიერი ზრდის სივრცე:
„წყვილები ერთმანეთის ტრავმებს კურნავენ, შეუძლებელია პარტნიორულ ურთიერთობაში არ მოხდეს. უხილავად, გაუცნობიერებლად ერთმანეთის ტრავმებს კურნავენ.
მე ჩემი ტრავმებით შევხვდი მას, ის თავისი, ოღონდ ამ ტრავმათა უმეტესობა წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ რა იყო და რა არის, არც მას და აი, ამ ტრავმების განკურნების პროცესი რასაკვირველია ჯანჯღარია, ეს არ არის მარტივი პროცესი“, - ამბობს ანა არველაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მთვარე კირჩხიბშია - სამედიცინო რეკომენდაციები
⭕„სულიერი ელიტიზმი“ რეალობის წინააღმდეგ: „ცხოვრებიდან ყველა ნეგატიური ადამიანი უნდა ამოშალო“