ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„თუ ადამიანი ღვთის ერთგულებით ცხოვრობს, ღმერთი მკვიდრდება მასში.
ღმერთი, როგორც სიცოცხლე, ხდება ადამიანის სიცოცხლე.
და ადამიანის ბედნიერება ხდება შეუძვრელი.
ის შეუქცევადად გახარებულია,
ამიტომ პავლე მოციქული მცნებათაც კი გვაძლევს – „მარადის გიხაროდენ“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით