არსებობს მომენტი, როცა ადამიანი დიეტაზეა, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ წონა არ იძვრის. ამას მედიცინასა და ნუტრიციოლოგიაში „წონის პლატო“ ეწოდება. ეს არის ეტაპი, როდესაც მკაცრი დიეტისა და რეგულარული ვარჯიშის მიუხედავად, სასწორის ისარი ერთ ადგილას ჩერდება.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, აღნიშნულ თემაზე ცნობილი ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა საუბრობს:
„ამ შემთხვევაში შესაძლოა, ორგანიზმში იყოს მეტაბოლური დარღვევები, ან იყოს „ადრე გაფუჭებული“ მეტაბოლიზმი, რაც ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდში ძალიან დაბალ კალორიულ დიეტას ვაკეთებდით და ამის შედეგად ორგანიზმი გადაერთო სხვა რელსებზე, შესაბამისად, მიზეზი ესეც შეიძლება იყოს.
გარდა ამისა, შესაძლოა იყოს ინსულინრეზისტენტობა, ცილის დეფიციტი, რკინის დეფიციტი, ეს დეფიციტები ცვლის ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმს, ასეთ დროს ჯობს ერთი ექიმის კონსულტაცია გავიაროთ“, - ამბობს შოთა ჯანჯღავა.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ნოემბერში ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება