ვინ უნდა გადაიხადოს ანგარიში პირველ პაემანზე? ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და დაკარგა თუ არა თანამედროვე სამყარომ ის რომანტიკა, რომელსაც უფროსი თაობა ასე აფასებდა? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრეს.
სტუმრებს შორის იყო ტიკტოკერი ანასტასია გიორგაძე:
„ის, რომ მამაკაცს სურს გვერდით ჰყავდეს ლამაზი ქალი, წარმატებული, კარგი დიასახლისი - ეს ხშირ შემთხვევაში არის სტანდარტი, მაგრამ როგორც კი ქალი გააჟღერებს თავის სტანდარტს, რომ მას სურს გვერდით ჰყავდეს შეძლებული მამაკაცი - ეს უკვე არის ანგარება“, - ამბობს ანასტასია გიორგაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „30-40 წლის კაცები ნაკლებად ერთგულები არიან“ - რას ამბობს კონტენტ კრეატორი ნინი გორგოძე