Digest Logo

„თუ უფალი ინებებს, სამი შვილის შემდეგ სიამოვნებით გავხდებით ტყუპების მშობლები“ - ია დუდაშვილი

1793118945
ია დუდაშვილი

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე ია დუდაშვილი, ნამდვილად ბედნიერი ქალია და ამას, თავადაც ხშირად აღნიშნავს. ჰყავს არაჩვეულებრივი სამი შვილი. იგი სპეციალობით ფსიქოლოგია, ცხოვრების რთულ გამოცდებსაც გაუმკლავდა და დღეს იდილიური და მშვიდი ოჯახი აქვს. ამისთვის კი, წლების წინ, როცა წყვილს ახალი დაწყებული ჰქონდა ოჯახური თანაცხოვრება, მათ ბევრი რამის გადაფასება და მთელ რიგ დათმობებზე წასვლა მოუწიათ.

„არ მახსოვს, ვიყავი თუ არა მეოცნებე ბავშვი და არც ის მახსენდება, განსაკუთრებული ოცნება მქონოდა. თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, სამი შვილის დედა რომ ვიქნებოდი. ზოგადად, ბავშვები სულ მიყვარდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რა მაგარი იქნება, მე რომ შვილი მეყოლება-მეთქი, მაგრამ სამი შვილის დედობით ამ დოზით თუ ვისიამოვნებდი, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. პირველად დედა 26 წლის ასაკში გავხდი და ეს ყველაზე დიდი ემოცია იყო. ნიაკომ გამხადა დედა. ეს იყო სრული შოკი. ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. დაბნეული ვიყავი ამ სიახლით და მერე მოხდა ბევრი რამის გადაფასება. ნიაკოს ამ სამყაროში მოვლენამ ჩემსა და ირაკლის ცხოვრებაში ყველაფერი გადააფასა, გადააწყო და დაალაგა. ფაქტობრივად, სამყარო ამოატრიალა ჩვენთვის. შემდეგ გაჩნდა მეორე შვილი, მესამე და ამ სამი ბედნიერებით ვსუნთაქვთ მეც და ირაკლიც.

მე და ირაკლის ძალიან გვინდა ტყუპები და იმედია, გვეყოლება (იცინის). მგონი, გენეტიკაშიც გვაქვს და თუ უფალი ინებებს, სამი შვილის მერე სიამოვნებით გავხდებით ტყუპების მშობლები“, - ამბობს ია დუდაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „50 კილო მოვიმატე, უზარმაზარი ვიყავი, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობდი“ - რას ჰყვება მარიამ სანოგო

🎥 „ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ზუსტად დროულად ვიპოვე ჩემი ადამიანი“ - რუსკა მაყაშვილი 40 წლის გახდა

🎥 ყოფილების დაბრუნების პერიოდი - როგორი იქნება ნოემბერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

წყარო: tbiliselebi.ge

✕