ტურისტები, რომლებიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოჰყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები.
ისინი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, შედეგად 13 მგზავრი დაშავდა.
„ფერომედის“ ინფორმაციით, მათ კლინიკაში ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთ მამაკაცს მძიმე დაზიანებების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დანარჩენ დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
„ჩვენთან უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა, რომელსაც დასჭირდა მარჯვენა ხელის ამპუტაცია. დანარჩენი ხუთი, როგორც ვიცი, არის უკრაინელი. ახალგაზრდა მამაკაცს და ქალბატონს აღენიშნებათ წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ორ ქალბატონს კი - დაჟეჟილობები“, - განაცხადა „ფერომედის“ რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ მახათაძემ.
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უბრალოდ გადყლარწული, ლამაზი ამოსვლა მინდოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი
წყარო: imedinews.ge