Digest Logo

თურქული მედია - „ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშისთვის“ პრიორიტეტული სამიზნეა, „სენტ-ეტიენი“ 20 მილიონ ევროს ელის“

1763976799
ზურიკო დავითაშვილი

„თურქული საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში ზურიკო დავითაშვილს პრიორიტეტულ სამიზნედ განიხილავს, ხოლო „სენტ-ეტიენი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს“, – ინფორმაციას სხვადასხვა თურქული გამოცემა ავრცელებს.

„ბეშიქთაში“ კვლავ ინტერესდება ზურიკო დავითაშვილით. კლუბის სპორტული დირექტორი ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის აგენტს შეხვდა. „სენტ-ეტიენი“ ტრანსფერში 20 მილიონი ევროს მიღებას ელოდება“, – წერს გამოცემა Besiiktas_Plus-ი.

„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ჰორნელანდმა 24 წლის ქართველი გარემარბის შესახებ განცხადებაში არაპირდაპირ მიანიშნა, რომ ტრანსფერი შესაძლებელია:

„თუ დავითაშვილს ნამდვილად სურს წასვლა და შესაბამისი შეთავაზებით მოგვმართავენ, ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის და წინადადებებს აუცილებლად მოვუსმენთ“.

ზურიკო დავითაშვილმა ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 82 წუთი ითამაშა, 12 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕25-30 ნოემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

🎥 „გაქვთ შანსი მეტად გაძლიერდეთ კარიერაში...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„საკმარისია მცირეოდენი პასუხისმგებლობა გამოგეჩინა, და ღმერთი, მაშინვე, შენს გასაკეთებელს გააკეთებდა“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: 1tv.ge