ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შს სამინისტროს ცნობით, ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 4 ცხედარი.
ადგილზე კიდევ 5 პირს ეძებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 4 ცხედარი.
სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: