Digest Logo

უამინდობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას

1732800709
 საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.

„აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დახვეწილობა, შარმი და იშვიათი გარეგნობა...“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „ძველი სასიყვარულო ურთიერთობები დაბრუნდება და აღდგება...“ - პირველი დეკემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ანა ჯალაღონიას ასტრო-პროგნოზი

🎥 „ბუნებრივი გზების გავლის შემდეგ, ახალშობილი უფრო ადაპტირებული ხდება გარემოსთან...“ - რა უნდა ვიცოდეთ მშობიარობაზე? - ექიმის რჩევები