საკეისრო კვეთა, ფიზიოლოგიური თუ წყალში მშობიარობა, რა განსხვავებაა ბავშვის გაჩენისას აღნიშნულ პროცესებს შორის, როგორ ირჩევს ორსული მშობიარობის მეთოდს და რა რისკები ახლავს თან თითოეულ პროცესს? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მეან-გინეკოლოგმა დავით კობეშავიძემ ისაუბრა:
„მთელი სიმძაფრით დგას საკითხი, საკეისრო კვეთა თუ ფიზიოლოგიური მშობიარობა. მინდა აღვნიშნო თავიდანვე, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ გააჩნია. საკეისრო კვეთა მოგონილია მხოლოდ მოსამშობიერებელ ოპერაციად. აქვს თავისი უკუჩვენებები. ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ საკეისრო კვეთის რაოდენობის პროცენტულობამ დაიწიოს, თუმცა მაინც მრავალი შემთხვევა გვხვდება.
ქალი თავის კონსტიტუციურ განვითარებას ამთავრებს პირველი ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს. მისი სხეული და ფორმა საბოლოოდ მხოლოდ მშობიარობის შემდეგ ყალიბდება. ასევე მშობიარობისას ერთვება კონპენსატორული ორგანიზმი, რაც ქალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ახალშობილისთვის ასევე მნიშვნელოვანია გაიაროს ის გზა, რასაც ფიზიოლოგიური მშობიარობა ჰქვია. ბუნებრივი გზების გავლის შემდეგ, ახალშობილი უფრო ადაპტირებული ხდება გარემოსთან.
გართულებების კუთხით, მშობიარობიდან მეორე მესამე დღეს ისინი აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან. არიან შრომისუნარიანები და შეუძლიათ ახალშობილის მოვლა. თუმცა საკეისრო გაკეთებული, მელოგინე ამ ფუფუნებას მოკლებულია. შესაბამისად დედობის აღქმა და ის სიამოვნება, რაც ამ გრძნობას ახლავ თან ასმაგ ხარისხშია ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს“, - აღნიშნა დავით კობეშავიძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძლიერი ქარი, ნალექი, თოვლი…” - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან
⭕ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლევანტემ“ „მალაგა“ დაამარცხა
🎥 „მეძახდნენ ანანოს, მიცნობენ როგორც ანანო და ამაზე ცოტა აგრესია მქონდა“ - რას ჰყვება მარიამ ჯოლოგუა