„არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა, ნამდვილად. ამისთვის რამდენიმე ათეული წელი ვწვალობდით, ვიბრძოდით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, მე როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად ან ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ან მსოფლიოზე, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ ბიჭებით, ამაყი ვარ გულშემატკივრით, რომელიც დღეს სტადიონზე იყო, ვინც ვერ მოახერხა, რომელსაც გული დაწყდა, ყველას, ყველას, მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
დაჭრა თემქაზე - „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მომხმარებელი დაჭრა
🎥 როგორ მოვირგოთ სადა სამოსი განსხვავებულად - ჯანეტ ქერდიყოშვილის გამორჩეული სტილი