გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ბავშვს მატარებელი დაეჯახა.
არსებული ცნობით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
„რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა. საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მეექვსე კლასის მოსწავლეა ბავშვია. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა“, - განუცხადა გამოცემა „გურია ნიუსს“ ნიგვზიანში მერის წარმომადგენელმა, ირაკლი გუჯაბიძემ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ძმები, გიო და რეზი“ - ქეთი წიქვაძე შვილების ფოტოებს გვიზიარებს