ინგლისის ლიგის თასზე „ჩელსისთან“ პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან ისაუბრა:
ჟურნალისტი: რა ემოცია დაგიტოვა მოგერიებულმა პენალტმა საკუთარი გულშემატკივრების წინაზე? რა გამოცდილება იყო ეს შენთვის?
გიორგი მამარდაშვილი: უბრალოდ მინდოდა სიამოვნების მიღება და ეს შევძელი.
ჟურნალისტი: პენალტების სერიით სიამოვნება მიიღე?
გიორგი მამარდაშვილი: მსურდა უფრო მეტი ბურთი ამეღო, მაგრამ ხანდახან ერთის მოგერიებაც სრულიად საკმარისია.
ჟურნალისტი: ჩვენ დავინახეთ, რომ ჩელსის მეკარე ყოველი დარტყმის წინ ამოწმებდა ფურცელს, სადაც ალბათ ეწერა თუ რომელ კუთხეში აპირებდა ლივერპულის ფეხბურთელი ბურთის დარტყმას - შენ ეს გონებაში გქონდა თუ შენც ნახულობდი?
გიორგი მამარდაშვილი: მსგავსი ქაღალდი მეც მქონდა, მაგრამ ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა.
ლივერპული ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში ბორნმუთს დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირება 15 დეკემბერს შედგება.
@itvsport All that penalty prep for nothing 😂🔴
♬ original sound - ITV Sport
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვი შუადღის ძილზე უარს ამბობს? - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს
წყარო: lagazzetta.ge